პენსი ტრამპისთვის ბრალის შესაძლო წაყენებაზე: პოლიტიკურად მოტივირებული იქნება, ეს არ არის ის, რისი ხილვაც ამერიკელ ხალხს სურს

პენსი ტრამპისთვის ბრალის შესაძლო წაყენებაზე: პოლიტიკურად მოტივირებული იქნება, ეს არ არის ის, რისი ხილვაც ამერიკელ ხალხს სურს

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენების იდეა და პროკურატურის მხრიდან შესაძლო ქმედებას უწოდა „პოლიტიკურად მოტივირებული“ და „არა ის, რისი ხილვაც ამერიკელ ხალხს სურს“.

ტელეკომპანია ABC-სთან ინტერვიუში მაიკ პენსმა დაიცვა ნებისმიერი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, რომელიც შესაძლოა ტრამპის ინიციატივით გაიმართოს.

„იმ დროს, როდესაც ნიუ-იორკში დანაშაულის ტალღაა, ის ფაქტი, რომ მანჰეტენის საოლქო პროკურორი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ტრამპისთვის ბრალდების წაყენება მისი მთავარი პრიორიტეტია, ეს უბრალოდ ამბობს ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ ამ ქვეყანაში რადიკალი მემარცხენეების შესახებ“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.