ნაგელსმანი:

ნაგელსმანი: "ჩემპიონთა ლიგას თუ მოვიგებთ, ვერავინ იტყვის, რომ ადვილი მატჩები გვქონდა"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასა და „მანჩესტერ სიტიზე“ ისაუბრა. როგორც მან თქვა, თუ ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ, ვერავინ იტყვის, რომ ეს ადვილი გზით გააკეთეს.

ძნელია ნაგელსმანს არ დაეთანხმო, რადგან მის გუნდმა მიმდინარე სეზონში უკვე მოუწია „ბარსელონას“, „ინტერისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ წინააღმდეგ, ახლა „მანჩესტერ სიტის“ შეხვდება, პოტენციურად ნახევარფინალში კი „რეალს“ ან „ჩელსის“.

„წელს გვინდა უფრო შორს წავიდეთ, ვიდრე შარშან, ამიტომ გვინდა „სიტი“ დავამარცხოთ. ძლიერი და კონკურენტუნარიანი ტურნირია. თუ საბოლოოდ, ტიტულს მოვიგებთ, ვერავინ იტყვის, რომ ადვილი მატჩები გვქონდა. ყველაფერი რთული ჯგუფური ეტაპით დაიწყო, სადაც „ბარსელონას“ და „ინტერს“ ვეთამაშეთ, შემდეგ იყო პსჟ და ახლა „მანჩესტერ სიტი“.

გასაგებია, რომ პეპისა და „სიტის“ წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იქნება. თუმცა, ეს გამოწვევა დიდ ენერგიას გვაძლევს. კარგად მოვემზადებით და მოუთმენლად ველით ამ დაპირისპირებას“, - თქვა ნაგელსმანმა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩი 11 და 19 აპრილს გაიმართება.