ფლორენციის „ფიორენტინას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა კარლოს ფრეიტასმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველ ფეხბურთელს მომავალში „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია.
„კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ მომავალი კანდიდატია. ვსაუბრობთ ფენომენზე, მან დამანგრეველი გავლენა მოახდინა. მარტო შეუძლია მატჩების ბედის გადამწყვეტია. ის და ოსიმენი ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან, ისევე, როგორც კიმი. მათ გაყიდვას არ ველოდები და ცხადია, რომ „ნაპოლის“ თავისი სიტყვის თქმა ჩემპიონთა ლიგაზეც შეუძლია“, - თქვა ფრეიტასმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში 13 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.