ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მან თქვა, რა მოხდება, თუ ქართველი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა.
"გოლი, რომელიც მან "ატალანტასთან" გაიტანა, სიგიჟე იყო! თუ ის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა, ჯორჯ ბესტის დღეები დაბრუნდება. კვარაცხელია იმავე სტილში თამაშობს", - განაცხადა ვიერიმ Bobo TV-სთან.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას სახელი "წითელი ეშმაკებისთვის" ჯერჯერობით არ დაუკავშირებიათ, რასაც ვერ ვიტყვით მის თანაქალაქელ "სიტიზე".
პრემიერლიგიდან "კვარასთან" "ნიუკასლის" სახელიც ასოცირდება.