ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ აქციები გრძელდება

ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ აქციები გრძელდება

საპროტესტო გამოსვლები გრძელდება ისრაელში. თელ-ავივში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ გამართულ მსვლელობაში ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოსვლები მას შემდეგ განახლდა, რაც ქვეყნის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კომპრომისული გეგმა უარყო.

აქციის მონაწილეების მტკიცებით, რეფორმა საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას და მთავრობას საშუალებას აძლევს, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული სასამართლოს გადაწყვეტილებები უგულებელყოს.