ჯანი ინფანტინო მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს (FIFA) პრეზიდენტის თანამდებობაზე რჩება.
FIFA-ს პრეზიდენტის არჩევნები რუანდაში, ორგანიზაციის 73-ე კონგრესზე გაიმართა. 52 წლის ინფანტინო პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.
ინფანტინო FIFA-ს 2016 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობს. 2019 წლის ივნისში ის მეორე ვადით აირჩიეს. მისი უფლებამოსილების ახალი ვადა 2027 წელს იწურება.