„კომიკურია, ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ნაწილი МГИМО-ს კურსდამთავრებულია, გამრუდებული სარკეების ტექნოლოგიაა - „აგინე რუსეთს, ანგრიე საქართველო“

„კომიკურია, ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ნაწილი МГИМО-ს კურსდამთავრებულია, გამრუდებული სარკეების ტექნოლოგიაა - „აგინე რუსეთს, ანგრიე საქართველო“

ქართული ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას ბრალს პრორუსულობაში სდებს. თავდასხმის ობიექტები არიან ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრები - ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. თუ ოპოზიის არგუმენტებით ვიმსჯელებთ, ხელისუფლება პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, რადგან უკრაინის პარალელურად, არ გახსნა მეორე ფრონტი. კიდევ ერთი „არგუმენტი“ რატომაც ოპოზიცია მმართველს გუნდს პრორუსულობაში ადანაშაულებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტია, რომელიც „ხალხის ძალის“ მიერ იყო ინიცირებული. ხელისუფლების პრორუსულობაზე ის პოლიტიკური ძალა საუბრობს, რომელიც მთლიანად დაკავშირებულია რუსეთთან და ასეთები არიან პარლამენტში.

მაგალითად, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი МГИМО-ს კურსდამთავრებულია. რაქვიაშვილის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის მოქალაქეა მისი მეუღლე და შვილი. МГИМО-ს კურსდამთავრებულია დეპუტატის და, ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, მარიამ რაქვიაშვილი, რომელის ერთი შვილიც ასევე რუსეთის მოქალაქეა. დეტალების გასარკვევად for.ge დაუკავშირდა დეპუტატის ბიუროს, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარს არავინ უპასუხა, მათ შორის სატელეფონო ზარს არ უპასუხა „გირჩელმა“ იაგო ხვიჩიამ.

ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „Twitter“-ზე წერს საქართველოს პირეველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია: „ეს სანდრო რაქვიაშვილი ევროპულ ღირებულებებზე რომ გვესაუბრება, მან და მისმა ოჯახის წევრებმა რუსულ პასპორტებზე და МГИМО-ს ბეგრაუნდებზე უარი თქვეს თუ ჯერ ვერა? თუ, მოსკოვები და სარატოვებიდან უკეთესად მოსჭვივის ევროპა?“, - წერს გიორგი გამსახურდია.

МГИМО  სწორედ ის სასწავლებელია, სადაც ოპოზიციის კიდევ ერთი წევრი, გამოკვეთილად „ანტირუსი“ელენე ხოშტარია სწავლობდა. ეს არ არის ჩვეულებრივი უნივერსიტეტი რომელშიც აბიტურიენტები გამოცდების ჩაბარებით ხვდებიან. ეს გახლაბთ კგბ-ს დახურული სასწავლებელი, სადაც მხოლოდ სპეციალური რეკომენდაციებით იღებენ სტუდენტებს. სასწავლების სპეციფიკიდან გამომდინარე, პოლონეთმა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებმა МГИМО-ს კურსდამთავრებულებს აუკრძალეს სახელმწიფო თანამდებობების დაკავება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხოლო ზოგ ქვეყანაში სამუდამოდ აეკრძალათ პოლიტიკის კეთება.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახგანგ მაისაია ამბობს, რომ МГИМО სპეციალიზებული სასწავლებელია, სადაც ამზადებენ დიპლომატებს და სპეცსამსახურის თანამშრომლებს. ასეთი ფილიალი არსებოდა კიევში და ბელარუსში. მისი თქმით, სწორედ МГИМО აქვს დამთავრებული მიხეილ სააკაშვილს, გრიგოლ ვაშაძეს, ლიანკა ხოშტარიას.

„აღმოჩნდა, რომ ეს სასწავლებელი დაამთავრა სანდრო რაქვიაშვილმაც. მინდა გითხრათ, რომ ლუსტრაციის კანონის ფარგლებში პოლონეთის ხელისუფლებამ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, ყველას, ვისაც МГИМО აქვს დამთავრებული, აუკრძალა სახელმწიფო თანამდებობის დაკავება, იმიტომ რომ, ისინი დაკავშირებული არიან რუსეთის სპეცსამსახურებთან. სამწუხაროდ, საქართველოში არ მოქმედებს ლუსტარციის კანონი და ხდება ისე, რომ МГИМО-ებს მიჰყავთ აღლუმი ახლა ოპოზიციაში და მანამდე ხელისუფლებაში.

ეს ადამიანები არ არიან დამოუკიდებელი ფიგურები. როცა МГИМО გაქვს დამთავრებული, დამოუკიდებელი ვერ იქნები. ცილს არავის დავწამებ, მაგრამ მათ აქვთ ოპერატიული გადაბირების სისტემა. სტუდენტებს ადებინებენ ხელმოწერას, რომ შემდგომში ისინი ითანამშრომლებენ რუსეთთან.

რუსეთი არის ტოტალიტარული სახელმწიფო, სადაც მოქმედებს განსაკუთრებული წესები. ეს ადამიანები დამოუკდებელი რომ ვერ იქნებოდნენ ხომ ჩანს კიდევაც. საიდან იღებს თანხებს ხოშტარიას ოჯახი? ამიტომ, კარგი იქნება თუ ჩვენი ხელისუფლება მიიღებს ამ კანონს და МГИМО-ს დამთავრებულებს აეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა, როგორც ეს გააკეთეს ყოფილმა სოციალისტურმა ქვეყნებმა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ანალიტიკოსის სოსო მანჯავიძის განცხადებით, МГИМО-ს კურსდამთავრებულებს ურთიერთობა აქვთ საგარეო დაზვერვის სამსახურთან, რომელიც, ბუნებივია, რომ ახლო ურთიერთობაშია МГИМО-ს მთელს ამ სისტემასთან.

„ვინც ამ სასწავლებელს ამთავრებს, ისინი, პირველ რიგში, არიან რუსეთის საგარეო დაზვერვის კადრები. ბუნებრივია, რომ მათით კომპლექტდება საელჩოები და საგარეო ურთიერთობების მთელი სტრუქტურები და გარდა ამისა, მათით კომპლექტდება ის ორგანიზაციები, რომლებიც აწარმოებენ სადაზვერვო საქმიანობას სხვადასხვა ქვეყნებში. ეს არაა მხოლოდ რუსული მოვლენა. იგივეა ბრიტანეთში, აშშ-ში, ჩინეთში, ირანში და ა.შ. ეს რუსეთის ექსკლუზივი არაა.

ჩვენს შემთხვევაში კომიკური არის ის, რომ ოპოზიციის ყველაზე უფრო რადიკალური ნაწილი, რომელიც გამოირჩევა მკვეთრად ანტირუსული პოზიციით, სწორედ МГИМО-ს კურსდამთავრებულები არიან. ისინი ცდილობენ მეტად რადიკალურები გამოჩნდნენ საზოგადოების თვალში, რომ დამალონ თავიანთი სამსახურეობრივი წარსული და აწმყო. ეს არის ე.წ. გამრუდებული სარკეების ტექნოლოგია - „აგინე რუსეთს და ანგრიე საქართველო“ - როგორც სუსლოვი ამბობდა. ასე რომ, ნუ გაგვიკვირდება. ქართული ოპოზიციის წარმომადენლები ჩვეულებრვი მზერავები არიან. გავლენის აგენტი ხომ არ იტყვის, რომ აგენტი ვარო, პირიქით, მან აგრესია უნდა მიმართოს იმათ მიმართ, ვისი აგენტიც არის - ფსევდო აგრესია, მაგრამ საქმით აკეთოს ის, რასაც დაავალებს მისი მფარველი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განმარტებით, МГИМО ხაზს უსვამს იმას, რომ აქ მზადდება ადამიანი, რომელიც მომავალში მოემსახურება რუსეთის ინტერესებს. მისი თქმით, ეს კონცეფცია ჩადებულია საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ, რომ აქ მომზადებულმა კადრებმა უნდა გაატარონ რუსული პოლიტიკა იქ, სადაც იქნებიან. კითხვაზე, როგორ უნდა შევხედოთ რუსეთთან ურთიერთობაში ხელისუფლებას და ოპოზიციას? - საყვარელიძე პასუხობს:

„სასურველია იმავე ლოგიკით მივუდგეთ, როგორც უდგება ოპოზიცია. ოპოზიცია ამოდის იქიდან, რომ თუკი ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც აწყობს რუსეთს ე.ი. ის პრორუსია. თუ ამოვალთ ამავე ფორმულიდან, რომ თუ ოპოზიცია აკეთებს იმას, რაც აწყობს რუსეთს, ისიც რუსული პოლიტიკის გამტარებელია. რუსეთს აწყობს დესტაბილიზაცია და არეულობა საქართველოში. რატომ არის, რომ ოპოზიცია ვერაფრით ვერ გამოეთიშა ამ როლს - მიტინგებით მოქმედებას? მათ არეულობა სჭირდებათ და არა ოპოზიციონრობა.

ამ მოქმედი პირების ბიოგრაფიას რომ გადახედავ, ვინ არის რუსეთის მოქალაქე, ვინ სად და რომელი უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, ვინ ვისგან იღებს ფულს, ნახავ, რომ კონკრეტული პერსონები აღმოჩნდებიან რუსეთთან კავშირში, მერე იტყვი, რომ ქართულ პოლიტიკაში ოპოზიციის დიდი ნაწილი სავარაუდოა, რომ რუსულ პოლიტიკას ატარებს.

ამის იქეთ დგას პირდაპირი აგენტურული ფორმა, თუ დაუდევრობა, როდესაც პოლიტიკური ჯგუფი სხვა ქვეყნის პოლიტიკას ისე ატარებს, რომ თვითონ ვერ ხვდება, აი, ეს გასარკვევია. შეიძლება ორივე ერთად იყოს. ანუ, ვიღაცეები ფულს იღებდნენ და დანარჩენებისთვის ეს იყოს გულუბრყვილო ბრძოლა საქართველოს ინტერესებისთვის. მაგრამ იმ კრიტერიუმით - ვის აწყობს ის მდგომარეობა, რასაც ქმნის ესა თუ ის პოლიტიკური გუნდი და მათ შორის ოპოზიცია, ეს ძალიან მკაფიო კრიტერიუმია საიმისოდ, რომ მათ დააბრალონ რუსეთის ინტერესებით მოქმედება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისი თქმით, თუ ადამიანს რაღაცა პერიოდი რუსეთში აქვს გატარებული, ან სწავლობდა, პირდაპირ არ ნიშნავს იმას, რომ რუსული პოლიტიკის გამტარებელია.

„ამას კიდევ სხვა დამატებითი დასაბუთება სჭირდება. თუმცა, ასეთი ეჭვი სამართლიანია, მაგრამ ეს საკმარის მტკიცებულებად არ გამოდგება. შაჰის კარზე იზრდებოდა ერეკლე მეორე და პროსპარსული პოლიტიკის გატარებას მას ვერავინ დააბრალებს. ასეთი წინაპირობები არსებობს, მაგრამ მერე მოქმედებები უნდა შემოწმდეს. ამიტომ, ყველაზე მთავარი არგუმენტი არის ის, რომ მიმდინარე მოქმედებები ემსახურება თუ არა რუსეთის იტერესებს და ამ შემთხვევაში ქართული ოპოზიციის მოქმედება ემსახურება რუსეთის ინტერესებს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოსი ზაალა ანჯაფარიძე ამბობს, რომ ეს საკმაოდ რთული და სენსიტიური საკითხია, რადგან МГИМО-ში სწავლა არ არის იმის დამადასტურებელი, რომ ეს პიროვნება არის რუსეთის აგენტი. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავს, რომ იქ სასწავლებლად წასული რამდენიმე ქართველის მიმართ რუსეთის სპეცსამსახურებს გაჩენოდათ ინტერესი.

„ისინი აკვირდებიან ვინ ექვემდებარება ე.წ. ვერბოვკას, ვინ არის საინტერესო აგენტურული სამუშაოებისთვის და ა.შ. ამის გარკვევა რომ დავიწყოთ, იმ მდგომარეობამდე მიგვიყვანს, რომ ყველას, ვისაც დასავლეთში ჰქონდა განათლება მიღებული, აცხადებდნენ იმპერიალისტების აგენტებად. ჩვენ შეიძლება ასეთი კამპანიით ძალიან ცუდ შედეგებამდე მივიდეთ.

ოპოზიცია იმიტომაც იყენებს ამ პრორუსულობის თემას და ექსპლუატაციას უწევს ყველა დონეზე, რომ მას უბრალოდ ხელისუფლების წინააღმდეგ სხვა ინსტრუმენტი, სხვა ბერკეტი აღარ დარჩა. ხედავენ როგორი კონიუნქტურა არის შექმნილი მსოფლიოში, რუსეთი ლამის კეთროვნად არის გამოცხადებული და შესაბამისად, ცდილობენ ამაზე ააგონ თავანთი პროპაგანდა და დაარწმუნონ დასავლეთი, რომ საქართველოში არის პრორუსული ხელისუფლება, ჩვენ ვართ პროდასავლელები და დაგვეხმარეთ, რომ ეს ხელისუფლება შევცვალოთო. აი, ასეთ მარტივ ლოგიკამდე დადის მათი მოქმედება“, - აცხადებს ანჯაფარიძე.

მისი თქმით, თუ, შენ თვითონ ხარ აფილირებული ამა თუ იმ ფორმით რუსეთის შესაბამის სამსახურებთან, ამის გადასაფარავად ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ სხვა დაადანაშაულო პრორუსულობაში.

„სხვათა შორის, იგივე ხოშტარიას არ გაუცია დამაჯერებელი პასუხი ამ თანხების წარმომავლობაზე. აგერ, ასეთი კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა, თუ ვიღაცა კიდევ ჩაეძიება, შეიძლება სხვა მსგავსი ფაქტებიც გამოვლინდეს. ეს ხალხი პოზიციონირებენ როგორც თავგადაკლული პროევროპელები და სინამდვილეში, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს ხალხი მოქმედებდეს უცხოური სპეცსამსახურების კონტროლქვეშ და ასრულებდეს ისეთ დავალებებს, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. ეს არის ჩვენი შესაბამისი სამსახურების გამოსაძიებელი თემა - რა დანიშნულება აქვს ამ ფულს, რა გზით მოედინება და შემდეგ რაში გამოიყენება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

 

merab აგენტურის შაბაში ვნახეთ ამ დღეებში პარლამენტთან . რომელი ქვეყნის აგენტი გინდა, რომ არ იყო გამოსული. და ყველას ერთი მიზანი - კანონის უკან გაწვევა და პარლამენტის შტურმი. ხელისუფლების გადაგდება და მეორე ფრონტის გახსნა.
ნაწილობრივ შეისრულეს მიზნები და დარჩენილსაც შეისრულებდნენ, ქართველი ხალხის შიში რომ არ ჰქონდეთ.
ამისთვის გეგმის შეცვლა მოუწიათ და ხალხის გასანეიტრალებლად, ალტ ინფოს მოუწყეს პროვოკაცია ქაცარავას ცოლ-შვილის გაგზავნით. ქაცარავა-ქათამმა, როგორც "ღირსეულ ქმარს და მამას" შეეფერება, ჯერ ცენტრალური მოედნიდან ჩაწერა ვიდეო თვალების ქაჩვით და დორბლების ყრით, რომ აქ გამოდით, თუ ვაჟკაცები ხართ და ა.შ.
მერე, სტრელი დაუნიშნა სააკაძის მოედანზე, ალტ ინფოს ოფისთან და ყველა ნაც ლიბერ ენჯეო პიდარასტი დაპატიჟა: ერთად ავაწიოკოთ ჩემი ცოლ-შვილის შემაწუხებლებიო.
ბევრი მუქარის შემდეგ , 14-ში ჩასვრილები,1 კაციც ვერ გამოცხადდა სტრელზე.
ქართველი ხალხის გასაჩუმებელი პროვოკაცია, თავზე ევროკავშირის დროშის გადახევით დამთავრდა.
1 წლის უკან
merab სასწრაფოდ ახალი პროვოკაცია-გეგმა სჭირდებათ რუსეთ-ამერიკის აგენტურას. საქართველოში არეულობის მოწყობას, ყველა მეზობელი და არამეზობელი აგენტურის გეგმაშია.
1 წლის უკან
merab არეულობის მოწყობა - უნდა იყოს
1 წლის უკან
ლევკოთეა ისე, ჩვენც რომ მივიღოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მსგავსი კანონი МГИМО-დამთავრებულებზე, საინტერესოა, მაგაზეც დაიპუტავს ევროპარლამენტი? უკვე აღარაფერი გამიკვირდება.
მშვენიერი, მორიგი ლუსტრაცია გვექნება ქვეყნის შიგნით და გარეთ.
1 წლის უკან
ლევკოთეა ერთ-ორ კაპიკს გადაუგდებს რუსეთი ევროპარლამენტის დეპუტატებს და ეგაა მაგათი საქმე. საკუთარ თავზე ზრუნვის გარდა სხვა ფუნქცია არც აქვთ მაგ ევროპროსტიტუტებს.
1 წლის უკან