ლევან იოსელიანის პირველი დღე - პროტესტანტებმა მასში „ნაცური შარმი“ ვერ დაინახეს

ლევან იოსელიანის პირველი დღე - პროტესტანტებმა მასში „ნაცური შარმი“ ვერ დაინახეს

ახალი სახალხო დამცველის პირველმა დღემ მისთვის დამიზნებული კვერცხისა და წყლის შესხმის ფონზე ჩაიარა. ე.წ. აგენტების კანონის გასაპროტესტებლად მისულმა ხალხმა ლევან იოსელიანს დაუწუნა ის, რომ იგი ვერასდროს გახდებოდა მათი სახალხო დამცველი. როგორც ჩანს, პროტესტანტებმა ლევან იოსელიანში ვერ დაინახეს „ნაცური შარმი“.

ამის მიუხედავად, ახალმა სახალხო დამცველმა აქციის დასრულებამდე გადაწყვიტა პარლამენტთან ყოფნა, რათა დაპირისპირებულ მხარეთა შესახებ სწორი დასკვნები გამოეტანა.

96 ხმით არჩეულ ახალ ომბუდსმენს, რომლის წინააღმდეგაც არც ერთი დეპუტატი არ წასულა, არასამთავრობოთა დიდმა ნაწილმა არ მიულოცა. მათ შორის, არ მიულოცა „თბილისი პრაიდმა“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „მწვანე ალტერნატივამ“ „ისფედმა“ (ანუ სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის ცენტრმა).

საზოგადოებაში უკვე გაჩნდა მოსაზრება, რომ რეაქციულ ძალებს კულტურული სახალხო დამცველი არ სჭირდებათ, მათ სჭირდებათ, რაც შეიძლება, მეტი ლომჯარია და მისთანანი. ამდენად, უკვე აშკარაა, რომ ლევან იოსელიანს რთული ექვსი წელი ელის სახალხო დამცველის პოსტზე.

რას ნიშნავს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი? საქართველოსნაირ პატარა და უცხო გავლენებისგან მოწყვლად ქვეყანაში რა ევალება სახალხო დამცველს - ანგარიში გაუწიოს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ დაკრულზე იცეკვოს, თუ სწორედ მათგან მოიპოვოს დამოუკიდებლობა?

ახალმა სახალხო დამცველმა როგორ უნდა დააღწიოს თავი არასამთავრობოების გავლენისგან, რაც საკმაოდ რთულია და თითქმის არც ერთ სახალხო დამცველს ეს არ გამოსდიოდა?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საბოლოოდ რთულია იმის თქმა, როგორი სახალხო დამცველი იქნება ლევან იოსელიანი, რადგან სახალხო დამცველებთან მიმართებით ბევრჯერ გაგვიცრუვდა იმედები, მაგრამ ჯერჯერობით ახლანდელი ომბუდსმენი წესიერი, პატიოსანი კაცი ჩანს. მის ცალკეულ აზრებს ან გაიზიარებ, ან არ გაიზიარებ, მაგრამ როგორც კვალიფიციური და წესიერი ადამიანი, იმ კანდიდატებს, რომლებიც სახალხო დამცველებად იყვნენ წარმოდგენილნი, ნამდვილად აღემატება.

რაც შეეხება არასამთავრობოების გავლენას ახალ სახალხო დამცველზე, დავით ზარდიაშვილის განმარტებით, ლევან იოსელიანმა უნდა იცოდეს, რომ მისი სახელმძღვანელო უნდა იყოს ადამიანის უფლებები, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, მან სამართლის უზენაესობის პრინციპით უნდა იმოქმედოს, მაგრამ, ამავდროულად, მას ევალება ყველას უსმინოს, მათ შორის, არასამთავრობო სექტორსაც.

„ცხადია, არასამთავრობოების გავლენისგან თავის დაღწევა რთულია, მაგრამ ლევან იოსელიანი ამას მოახერხებს იმით, რომ კანონს, ადამიანის უფლებების დაცვას ემსახუროს და არა კონკრეტულ დაინტერესებულ პირებს“, - მიიჩნევს დავით ზარდიაშვილი.

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს ეეჭვება, რომ ლევან იოსელიანი დამოუკიდებელი სახალხო დამცველი გახდეს. მისი აზრით, თუკი ლევან იოსელიანი თავიდანვე თვლის, რომ ის დავალებულია „ქართული ოცნებისგან“ სახალხო დამცველად არჩევის გამო, შეიძლება ნაკლებად კრიტიკული იყოს „ქართული ოცნების“ ქმედების მიმართ და, აქედან გამომდინარე, მთლად დამოუკიდებელი არც იყოს, რადგან „ქართული ოცნება“ ტყუილად მხარს არავის დაუჭერს.

„გამორიცხული არ არის, ახალ ომბუდსმენთან მიმართებით ფარულ გარიგებებს ჰქონდა ადგილი, მით უმეტეს, მანამდეც ფარულადაც და ღიადაც ლევან იოსელიანი ალეკო ელისაშვილთან ერთად „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველმა უნდა უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური უფლებების დაცვა, უნდა იყოს კანონის უზენაესობის მთავარი გარანტი, თუმცა ამ ეტაპზევე მიუღებელია ლევან იოსელიანის ცალკეული განცხადებები, მათ შორის, სააკაშვილთან მიმართებით. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ის დავალებულად თვლის თავს „ქართული ოცნებისგან“, რომელმაც მხარი დაუჭირა მის არჩევას რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ ჩვენთან საუბრისას.

 

 

ლევკოთეა ნიკა ჩიტაძე როცა ლაპარაკობს, მხოლოდ ის ასოციაცია მიჩნდება, უიმედო ოროსანი მოსწავლე რომ ერთ გაკვეთილს დაიზეპირებს და გაჭირვებით აბამს წინადადებებს ერთმანეთს.
გრიმასებიც ისეთი აქვს, სულ სიბრალულის განცდა მიჩნდება, ეს როცა მეტყველებს.
1 წლის უკან
trampi ამას კიდევ პირველივე დღეს ჩააჯმევინეს
1 წლის უკან
trampi მივმართავ ,,ხალხის ძალას,, ეს გააკეთეთ სასწრაფოთ

გამოდით ყველანი, ტრიბუნის წინ დადექით, დაიჭირეთ აღშფოთებული ვიდი და განაცხადეთ:

რომ ძალიან ხართ აღშფოთებულები კანადაში კანონის მიღებასთან დაკავშირებით
თქვით რომ დაინგრა კანადაში დემოკრატია და მოუწოდეთ ამ ჩათლახ დეგნარს და ნეტ პრაისს რომ დაგმონ ეს აღმაშფოთებელი ფაქტი
ასევე იმ 27 ქვეყანას, რომლებმაც თავზე დაგვაჯვეს, მოუწოდეთ გამოთქვან თავიაანთი პოზიცია ამ ერთობ აღმაშფოთებელ ფაქტზე
ასევე ჩვენ არასამთავრობოებმა ლომჯარიას თამადობით, გადასხან დესანტი კანადაში იქაური დემოკრატიის დასაცავად რათა არ დაუშვან ამ ამაზრზენი კანონის მიღება...


ვიცი ეს ანეგდოტია,,...... მაგრამ მაგ ჩათლახებმა უნდა იცოდნენ რომ ჩვენ დურაკები არა ვართ
და რომ მაგათ თავიააანთ დემოკრატიას მიხედონ ............ ამერიკელებმა და კანადელებმა ინდიელები რომ ამოწყვიტეს და მათ მასიურ სამარხებს ეხლაც კი რომ პოულობენ დაჟე სკოლების ეზოებში

გააკეთეთ ესე საქმეში წაგადგებათ თორემ მერე ინანებთ
1 წლის უკან
trampi არა რუსულ კანონს კანადაში
დაიღუპა დემოკრატია
სასწრაფოდ ლომჯარია კანადაში--- დემოკრატიის გადასარჩენად
1 წლის უკან
trampi ამან კიდე როგორ პირველსავე დღეს ჩაიჯვა--ჩააჯმეინეს
1 წლის უკან