„ჯაშუშების ახალ რევოლუციას არ დავუშვებთ!“

„ჯაშუშების ახალ რევოლუციას არ დავუშვებთ!“

პარლამენტის შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ქვები ესროლეს, ჩაამსხვრიეს მინები, დაამტვირეს ავტომანქანები და მათ შორის დააზიანეს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა - ასე გამოხატეს პროტესტი მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებით პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 50 სამართალდამცავი დაშავდა, ნაწილს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯამში, 66 ადამიანი დააკავეს. უწყების ცნობით, შეკრებილთა პროტესტი გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს გასცდა და ძალადობრივი ხასიათი მიიღო. უწყება მიიჩნევს, რომ პოლიციამ თანმიმდევრულად პროპორციული ძალა გამოიყენა. რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტების დაშლა ღამის განმავლობაში პერიოდულად ხდებოდა, რასაც წინ უძღოდა სპეციალური გაფრთხილება. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს აალებად საშუალებებს, ქვებს და ბოთლებს ესროდნენ. გამოყენებული იქნა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.

აქციის მონაწილეების მხრიდან პარლამენტისთვის ცეცხლის წაკიდება და სამართალდამცავების მისამართით მოლოტოვის კოქტეილის სროლა გაამართლა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა და აღნიშნა, რომ არსებული ვითარება 2013-2014 წლებში უკრაინაში მაიდანის დროს ახსენებს. პროტესტის ის ფორმა, რომელსაც აქციის მონაწილეები მიმართავდნენ, გამოხატვის თავიუსუფლებად შეაფასეს ევროპარლამენტარებმა, რომლებმაც ქართულ საზოგადოებას თავი რადიკალების ლობიზმით დაამახსოვრეს.

საქართველოში რომ მაიდნის გამეორების მცდელობა აქვთ, ეს ფაქტია, ისევე როგორც ფაქტია ის, რომ საქართველოში პროცესების რადიკალიზაციას ქვეყნიდან გაქცეული თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი აფინანსებს. სწორედ ფინანსური გამჭვირვალობის ვალებულება არის მთავარი მოტივი, რასაც რადიკალური ოპოზიცია და ა-ო ნაწილი აპროტესტებს.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ვიღაცას არ უნდა გამჟღავნდეს, ვინ აფინანსებს საქართველოში ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შეფერხებას ან PVT-ის გაყალბებას. მისი თქმით, როცა ფინანსდება „სირცხვილია“, „დროა“, „ნამახვანის“ დაბლოკვა, ამ ყველაფრით დაინტერესებულია გლობალური ომის პარტია და ჩართულია იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს ქვეყანაში. რაც შეეხება უკრაინული მაიდანის ვერსიის საქართველოში პორტირებას - კობახიძის განცხადებით, ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი.

„რაც შეეხება მაიდანს, ზოგადად, რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას? - მეორე წელსვე ჰქონდა უკრაინას ომი, რა დროსაც დაკარგეს ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი, ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რაც დღეს არის უკრაინაში. მთლიანობაში ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი დაკარგა უკრაინამ. ეს არის სწორედ იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს, რასაც მხარს უჭერს ვიოლა ფონ კრამონი. ჩვენ ვიმოქმედებთ არა რადიკალების დღის წესრიგით, ვიოლა ფონ კრამონის დღის წესრიგით, არამედ ქართული საზოგადოების ინტერესების შესაბამისად.

ჯაშუშების ახალ რევოლუციას არ დავუშვებთ, რამაც, გავიხსენებ კიდევ ერთხელ, რა მოუტანა სახელმწიფოს 2004 -2012 წლებში - 20 პროცენტი დავკარგეთ მაშინ იმის შედეგად, რაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, ადამიანებს აწამებდნენ, ყველა მედია საშუალება მიიტაცეს, ბიზნესის ტოტალური რეკეტი იყო, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ უნდა დაუშვას ქართულმა საზოგადოებამ, ეს ასეც იქნება, ჩვენ ვართ სახელმწიფო, ეს არის გამოცდილი საზოგადოება და ჯაშუშების ხელისუფლებაში მობრუნებას არ დაუშვებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ხალხის ძალა“-ს დამფუძნებელი და კანონპროექტის ავტორი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ პარლამენტთან განვითარებულმა პროცესებმა გაუმყარა მოსაზრება იმის შესახებ, რატომ არ სურთ პროექტის მოწინააღმდეგეებს გამჭვირვალობა და საჯაროობა.

„სამწუხაროდ, ეს არის რეალური სახე რადიკალური ოპოზიციის, რატომაც ზოგადად არ უნდათ არაფერი გამჭვირვალე და არაფერი საჯაროობა. სამწუხაროდ, ამას ეხმიანება ქალბატონი კრამონი, რომელიც პირდაპირ აანონსებს რევოლუციურ სცენარს მსგავსად უკრაინისა. მიზანი უკვე ცხადია, მე მგონი საზოგადოებამ დაინახა, თუ რა უნდოდა და რა უნდა რადიკალურ ოპოზიციას. არც კანონი აინტერესებს, არც გამჭვირვალობა და არც ინფორმირებული მოქალაქე არ აინტერესებს, არამედ აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ არეულობა“, -აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ არსებულ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს რუსულ კანონთან, ისევე როგორც სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ეს კანონი რომელიმე ადამიანს აგენტად აცხადებს. მისი თქმით, ყველაზე მეტი რუსული საქმე საქართველოში სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ აკეთა, როდესაც რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის 20% ჩააბარა და შემდეგ მოღალატეობრივი რეზოლუციით ომის დაწყება თავის თავზე აიღო.

„ეს დანაშაული საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ჩვენთვის არავის გაებედა და ეკადრებინა, არაფერს ვამბობ ადამიანების წამებაზე, ბიზნესის რეკეტზე, მედიის მიტაცებასა და სხვა დანაშაულებზე, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ჯაშუშების რევოლუცია, როგორც ამას კობახიძე უწოდებს, ანალიტიკოსების შეფასებით, არ გამოვა. ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ ეს არის მაიდანის პორტირება, რომელსაც მწვანე შუქი აუნთეს ვაშინგტონიდან. შესაბამისად, მიმართავს ხელისუფლებას, რომ დროზე იმოქმედოს.

„ამხანაგო დეგენერატებო! იცოდეთ, რომ თქვენს მოქმედებას მოყვება საქართველოს დაშლა ზუსტად ისე, როგორც წინა რევოლუციების დროს. მოყვება დიდი ომი და სისხლისღვრა. საქართველოს მთავრობა! ეს მაიდანია, რომელსაც მწვანე შუქი აუნთეს ვაშინგტონიდან. გამოფხიზლდით! პირველ რიგში თქვენ მოგდგებიან და იგივეს დაგმართებენ, რაც უკრაინაში დამართეს მაიდნის შემდეგ წინა მთავრობის წარმომადგენლებს.

სასწრაფოდ დააპატიმრეთ უკრაინელი მომიტინგეები და გააძევეთ საქართველოდან უკრაინის ელჩი, ასევე მოითხოვეთ კელი დეგნანის გაწვევა. რაც შეეხება კოჰაბიტაციას - ის უნდა დამთავრდეს. სახელმწიფო ორგანოებიდან გაათავისუფლეთ ნაცები და მათი მხარდამჭერები! რაც შეეხება სასარგებლო იდიოტებს - მართლა არ მყოფნის ბრაზი მათზე - თქვე აქუბარდიას, კორძაიას წითლიძის, ხაბეიშვილის და სააკაშვილის მონებო - თქვენ ხართ ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა“, - წერს სოსო მანჯავიძე.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ეს იყო ორკესტრირებული შეტევა ქართულ სახელმწიფოზე და ქართველ ხალხზე, როგორც ოკეანის გაღმიდან, ასევე ოკეანის გამოღმიდან, რომელშიც, მისი თქმით, მონაწილეობდნენ აქაური მარიონეტები, როგორებიც არიან მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ჭიჭე ვაშაძე და ხაბეიშვილი.

„დიახ, ეს იყო ორკესტრირებული შეტევა და ამას ადასტურებს ერთი ელემენტარული ჭეშმარიტება, რამდენი განცხადება გააკეთა დიდ დიღომში მყოფმა ამერიკის ელჩმა, რომელმაც, ფაქტობრივად, წააქეზა და მწვანე შუქი მისცა იმას, რაც გუშინ ხდებოდა. ჩასაფრებულები არიან ყველგან. რომც შეჭრილიყვნენ პარლამენტში, რაც არ უნდა პოლიციელი დაღუპულიყო მომიტინგეთა მხრიდან, მე დარწმუნებული ვარ, რომ გაამართლებდნენ.

მათი მიზანი ცხადია - უნდა გაკეთებულიყო ის, რაც გაკეთდა თავის დროზე უკრაინაში, რომელმაც, საბოლოო ჯამში, უკრაინა გაანადგურა. მაედანის შემდეგ მოხდა უკრაინის მიერ ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დაკარგვა. ესენი ჩვენ გვსჯიან ერთადერთი რამის გამო - საქართველო ვერ ჩააბეს ომში. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს სჯიან“, - აცხადებს გვენეტაძე.

ანალიტიკოსი აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ მიუხედავად 7 მარტს იუველური სიზუსტით ჩატერბული ოპერაციისა, საჭიროა ყურადღება, რადგან რადიკალური ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი.

„ადვილი შესაძლებელია მოკლან ვინმე თავისიანი, ვინაიდან, ესენი ყველაფერზე წამსველელი არიან, ყველაფრის გამკეთებლები არიან. ამიტომ, ფრხილად და ფრთხილად! თუ დაუკვირდით იმ ე.წ. ბავშვებს ზურგჩანთებმოკიდებული რომ დადიოდნენ, აუცილებლად საბრძოლო საშუალებები ექნებოდათ. სად მოამზადეს ეს ადამიანები? საიდან იყო ის თეთრი ქვები მოტანილი, რომელიც რუსთაველზე არ არის? ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და დღესაც გარედან აქვთ მწვანე შუქი ანთებული.

მაგრამ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს ერთი რამ - თუ მტკიცედ და მყარად დავდგებით ამ ხელისუფლების გვერდით, რომელსაც უნდა რომ ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთვნოდეს, გავალთ ფონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველ 2-3 წელიწადში ასეთი რყევები ექნება ქართულ სახელმწიფოს. ასევე, მივმართავ ხელისუფლებას, განთავისუფლდით ამ ლეტარული ნაცებისგან, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიკვეთოს ის, რაც მოსაკვეთია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

მაედანის გადმოტანის მცდელობაზე საუბრობს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომლის აზრით, ამერიკის საელჩოს ბოლო განცხადება იყო პირდაპირი და არა ირიბი მოწოდება სახალხო ამბოხებისკენ. მისი თქმით, ეს იყო ძალიან სამარცხვინო განცხადება, რომელიც კელი დეგნანის ბიოგრაფიაში ნამდვილად დარჩება.

„ასე უხეშად ჩარევა სუვერენული ქვეყნის საქმეებში, მოიხსენიოს საქართველო, თითქოს შავი დღე დადგა, კანონმდებლები მანამდე შეერისხა და დიპლომატიურად დაეწყევლა, ეს დიპლომატიურ, პოლიტიკურ და ადამიანურ ნორმებს სცილდება. ამას დაემტა ასევე ის განცხადებები, რომელიც ჩვენ ვნახეთ ცნობილი ევროპარლამენტარებისგან, ასევე კიევიდანაც ვნახეთ განცხადებები, მაგრამ საბედნიეროდ, საქართველოს სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა ინსტიტუტებით და საზოგადოების შეგნებასთან ერთად და არ დაუშვეს მორიგი ე.წ. რევოლუცია, ინსპირირებული დასავლური გრანტების მიერ.

სამწუხაროდ, პირველად გამოჩნდა ქართულ საპროტესტო რეალობაში მოლოტოვის კოქტეილები, რაც მანამდე არასოდეს ყოფილა, მაგრამ გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ერთგვარი გაკვეთილები, თუ ლექცია-სემინარები გაიარეს, რომელიც თავის დროზე აკერმანმა ჩაატარა ბაკურიაშნი, შემდეგ ჰქონდა რადიკალებთან, ნაც-ენჯეოშნიკებთან ერთდ. ყველაფერი ერთობლიობაში და განვითარებული მოვლენები მე, პირადად მაძლევს იმის დასკვნის საფუძველს, რომ სახეზე გვაქვს მორიგი გადატრიალების მცდელობა. ეს ჯერ არ დამთავრებულა და ამას რამდენიმე სერია ექნება, მაგრამ ამას უპასუხებს კანონი, ინსტიტუტები და საზოგადოება კანონის ფარგლებში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.

merab ძალიან იმედიანი განცხადებაა ედიშერ გვენეტაძის, რომ ყოველ 2-3 წელიწადში იქნება ასეთი რყევები.
სინამდვილეში, საქართველოს გაანადგურებენ, სამეზობლოში დაინაწილებენ და ქართველებს გენოციდს მოგვიწყობენ.
ასე იყო აფხაზეთში და ასე იყო სამაჩაბლოში.
და კიდევ: ჯაშუში პიდარასტების რევოლუცია ჰქვია ამას. პლიუს - პირველად მსოფლიოში.
1 წლის უკან
merab უკაცრავად, გადატრიალება და არა რევოლუცია!
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli კელი კი არა აშშ-ზე ილაპარკეთ, აშშ-ს ხელისუფლებაზე მაინც! კელი და ჯინი კი არა კოლონიზატორი აშშ გვიტარებს მორიგ სახელმნწიფო გადატრიალებას!
1 წლის უკან
trampi იანუკოვიჩმაც შეასრულა ამერიკელების მოთხოვნა, მაგრამ მერე ამერიკამ მაინც გადააგდო...
ამერიკა და სიტყვაა???
1 წლის უკან
არაგველი641 ედიშერ გვენეტაძე-ს ჩემი პატივისცემა!
1 წლის უკან
trampi არა რუსულ კანონს კანადაში
დაიღუპა დემოკრატია
სასწრაფოდ ლომჯარია კანადაში--- დემოკრატიის გადასარჩენად
1 წლის უკან
trampi მივმართავ ,,ხალხის ძალას,, ეს გააკეთეთ სასწრაფოთ

გამოდით ყველანი, ტრიბუნის წინ დადექით, დაიჭირეთ აღშფოთებული ვიდი და განაცხადეთ:

რომ ძალიან ხართ აღშფოთებულები კანადაში კანონის მიღებასთან დაკავშირებით
თქვით რომ დაინგრა კანადაში დემოკრატია და მოუწოდეთ ამ ჩათლახ დეგნარს და ნეტ პრაისს რომ დაგმონ ეს აღმაშფოთებელი ფაქტი
ასევე იმ 27 ქვეყანას, რომლებმაც თავზე დაგვაჯვეს, მოუწოდეთ გამოთქვან თავიაანთი პოზიცია ამ ერთობ აღმაშფოთებელ ფაქტზე
ასევე ჩვენ არასამთავრობოებმა ლომჯარიას თამადობით, გადასხან დესანტი კანადაში იქაური დემოკრატიის დასაცავად რათა არ დაუშვან ამ ამაზრზენი(რუსული) კანონის მიღება...


ვიცი ეს ანეგდოტია,,...... მაგრამ მაგ ჩათლახებმა უნდა იცოდნენ რომ ჩვენ დურაკები არა ვართ
და რომ მაგათ თავიააანთ დემოკრატიას მიხედონ ............ ამერიკელებმა და კანადელებმა ინდიელები რომ ამოწყვიტეს და მათ მასიურ სამარხებს ეხლაც კი რომ პოულობენ დაჟე სკოლების ეზოებში

გააკეთეთ ესე საქმეში წაგადგებათ თორემ მერე ინანებთ
1 წლის უკან
trampi მივმართავ ,,ხალხის ძალას,, ეს გააკეთეთ სასწრაფოთ

გამოდით ყველანი, ტრიბუნის წინ დადექით, დაიჭირეთ აღშფოთებული ვიდი და განაცხადეთ:

რომ ძალიან ხართ აღშფოთებულები კანადაში კანონის მიღებასთან დაკავშირებით
თქვით რომ დაინგრა კანადაში დემოკრატია და მოუწოდეთ ამ ჩათლახ დეგნარს და ნეტ პრაისს რომ დაგმონ ეს აღმაშფოთებელი ფაქტი
ასევე იმ 27 ქვეყანას, რომლებმაც თავზე დაგვაჯვეს, მოუწოდეთ გამოთქვან თავიაანთი პოზიცია ამ ერთობ აღმაშფოთებელ ფაქტზე
ასევე ჩვენ არასამთავრობოებმა ლომჯარიას თამადობით, გადასხან დესანტი კანადაში იქაური დემოკრატიის დასაცავად რათა არ დაუშვან ამ ამაზრზენი კანონის მიღება...


ვიცი ეს ანეგდოტია,,...... მაგრამ მაგ ჩათლახებმა უნდა იცოდნენ რომ ჩვენ დურაკები არა ვართ
და რომ მაგათ თავიააანთ დემოკრატიას მიხედონ ............ ამერიკელებმა და კანადელებმა ინდიელები რომ ამოწყვიტეს და მათ მასიურ სამარხებს ეხლაც კი რომ პოულობენ დაჟე სკოლების ეზოებში

გააკეთეთ ესე საქმეში წაგადგებათ თორემ მერე ინანებთ
1 წლის უკან