„გააჩერეთ, თორემ გამოვალთ და დავანახებთ, როგორ უნდა მუქარა და კუნთებზე ყურება!“

„გააჩერეთ, თორემ გამოვალთ და დავანახებთ, როგორ უნდა მუქარა და კუნთებზე ყურება!“

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის საარგებლოდ ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, ის პარლამენტის სხდომაზე არ განუხილავთ, შესაბამისად, მისი კენჭისყრა ვერ შედგა. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

პირველი მოსმენით მიღებული კანონი, იგზავნება ვენეციის კომისიაში და უკვე სამი თვე სჭირდება დასკვნას. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ორივე კანონი უკვე ნათარგმნია და გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. კანონპროექტის განხილვის პარალელურად, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციასა და სპეცდანიშნულების რაზმი. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ლიდერებმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის სამივე შესასვლეთან გადანაცვლებისკენ მოუწოდეს. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს შესასვლელამდე მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა, სპეციალური დანიშნულების რაზმის 2 წარმომადგენელს ჩაფხუტი მოხადეს, მოხსნეს ფარი და წაართვეს ხელკეტი. სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტის იმ შესასვლელის მოქალაქეებისგან გათავისუფლებას ცდილობდა, საიდანაც პარლამენტი დეპუტატებს უნდა დაეტოვებინათ. სამართალდამცველები პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სამოქალაქო წესრიგის დასამყარებლად. ამის შემდეგ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და წყლის ჭავლი გაუშვეს.

პარალელურად, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები - თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი და ხათუნა სამნიძე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა მათ პაპუაშვილთან შეხვედრის უფლება არ მისცეს. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში შესვლიდან რამდენიმე წუთში ისინი ოთახიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.

„ქართული ოცნება“ საკუთარი ქვეყნის გამყიდველია. გამყიდველი შეყუჟულია თავის კაბინეტში და იქიდან ვერ გამოდის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეს ხალხი ქუჩაში მართლა ვეღარ გამოდიოდეს, რომ შეაფურთხოს ყველა ქართველმა, ვინც მათ შეხვდება, იმიტომ რომ, ეს ხალხი არის საკუთარი ქვეყნის გამყიდველი. პაპუაშვილი, ვიღაც არარაობა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე გახდა, საკუთარ ქვეყანას გადაუფორმებს რუსეთს, ოღონდ ამ კაბინეტიდან არ გამოეთრეს. აი, ეს არის ერთადერთი დღის წესრიგი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მიღებას, განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“. განცხადების თანახმად, პარლამენტის მიერ „კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან“.

„ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ კონსტიტუციის მიღმა ცნოს მთლიანად ეს პროცესი. მისივე თქმით, ე.წ. აგენტების კანონპროექტებთან დაკავშირებული მთელი ეს პროცესი, კონსტიტუციის და საქართველოს კონსტიტუციური მიზნების მიღმაა.

„გზა ამ ყველაფერთან ბრძოლის ყველა ფრონტზე უნდა წარიმართოს, ბუნებრივია, მათ შორის, ჩვენ მთლიანად მივმართავთ ჩვენს ძალისხმევას პარტნიორებთან ურთიერთობის მიმართულებით და მეორეს მხრივ, ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ სასამართლომ მთლიანად ეს პროცესი ცნოს, როგორც კონსტიტუციის მიღმა პროცესი,“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

„ლელოს“ დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ასეთი ფანდებით და ხელის გადაგრეხით აპირებენ ამ ქვეყნის მეორედ გასაბჭოებას.

„ბიურომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ რუსული კანონის განხილვა ხუთშაბათს მოხდებოდა, მაგრამ მალულად, ვირეშმაკულად გამოაცხადეს, რომ დღის წესრიგი შეიცვლება და როცა ამას არავინ ელოდა, პარლამენტში, „რუსული კანონის“ განხილვა დაიწყება. ამ ძალადობით, ვირეშმაკობით აპირებენ რუსული კანონის მიღებას იმიტომ რომ, სიმართლე, ხალხის რეალური ძალა და ქვეყნის ინტერესი ამათ გვერდით არ დგას და აი, ასეთი ფანდებით და ხელის გადაგრეხით აპირებენ ამ ქვეყნის მეორედ გასაბჭოებას. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ბრიუსელიდან გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, რომლის განცხადებით, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოს ინტერესებს, უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგებს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არ ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მთავრობის მეთაურის თქმით, წლების განმავლობაში ისინი ათეულ მილიონობით დოლარის გრანტს იღებდნენ და არავითარი ინფორმაცია, ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე არ არსებობდა.

„ამერიკაში ეს კანონი მიიღეს 1939 წელს, თუ არ ვცდები და მას შემდეგ ეს კანონი მოქმედებს, არსებობს, და მე ვფიქრობ, არავის არ გასჩენია სურვილი იმისა, რომ განეკითხა ან განესაჯა, თუ რატომ მოქმედებს ასეთი კანონი ამერიკაში. ასეთი კანონი მოქმედებს ასევე სხვა ქვეყნებშიც. ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება ქვეყანას მოცემულ დროს, მოცემულ მომენტში. ზოგადად, შემდეგი რამ მინდა ვთქვა - ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა.

ჩვენ, ჩვენი ქვეყანა მიგვყავს ევროინტეგრაციის გზაზე, ბოლო ათ წელიწადში, ყველამ კარგად ვიცით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა, რითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩვენ მართლაც ვიქნებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ახლა ჩვენ ველოდებით სტატუსს. ჩვენი ხელისუფლება ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს სტატუსი ძალიან მალე მივიღოთ“, - აცხადებს მთავრობის მეთაური.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნებისმიერი სპეკულაციები საფუძველს მოკლებულია. მისივე შეფასებით, გასაგებია, რომ შეიძლება ბევრისთვის იყოს ეს მიუღებელი საკითხი, მაგრამ ხელისუფლება იმიტომ არის, რომ რაც სჭირდება ხალხს და ქვეყანას, ის გააკეთოს.

„მაგალითად, ჩვენ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგებს, ძალიან ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებებს, რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ეს დაფინანსება არ არის გამჭვირვალე. მეორე მხრივ, ისინი ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ სრულად გამჭვირვალე უნდა იყოს მთავრობის საქმიანობა, პარლამენტის საქმიანობა და ეს ასეც არის. ჩვენ გამჭვირვალობით ვართ მოწინავე პოზიციებზე მთელს მსოფლიოში. თუნდაც, იგივე, ბიუჯეტის გამჭვირვალობით ჩვენ ვართ ნომერ პირველი. პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში. ასე რომ, მე ვფიქრობ, უსაფუძვლოა ის კამპანია, რაც ახლა მიმდინარეობს.

მესმის, რომ მათთვის მტკივნეულია, იმიტომ რომ, წლების განმავლობაში ისინი ათეულ მილიონობით დოლარის გრანტს იღებდნენ და არავითარი გამჭვირვალობა, არავითარი ინფორმაცია, ანგარიშვალდებულება საზოგადოების, ჩვენი ხალხის წინაშე არ არსებობდა. მინიმალური სტანდარტი ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის არის ის აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ და მსოფლიო სტანდარტს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია თვლის, რომ ამერიკის საელჩოს განცხადება პირდაპირი მოწოდებაა ხელისუფლების დამხობისკენ. მისივე თქმით, კანონი ნამდვილად არ არის რუსული, მაგრამ ის დესტრუქცია და ხელისუფლების დამხობის მცდელობა, საქართველოში ომის გაჩაღებისთვის საფუძველის შექმნა, ნამდვილად არის ამერიკის მხრიდან მართული.

„ამერიკის საელჩო დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მშვიდობას ებრძვის გუბოზების, ეკა ხერხეულიძეების, ვინმე ნაცვლიშვილების და მოღალატე, სამარცხვინო ქართველის ხელით! ჰოდა, ხელები შორს ჩვენი სამშობლოსგან! ამერიკამ თავი შეიკავოს ომის ღია ინსპირაციისგან! დღეს ამერიკა აღარ არის ის ქვეყანა, რომელიც ნდობის სრული მანდატით სარგებლობდა“, - წერს ხათუნა ხოფერია.

ანალიტიკოსის სოსო მანჯავიძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკაში მობრუნებას, რომლის განცხადებით, ის, რაც ახლა ხდება სწორედ კოაბიტაციის დამსახურებაა.

„ცირკია რა. გამოდის ეს მიშას სეფექალი ხერხეულიძე და იძახის არაა ეგ ამერიკული კანონი, რუსულიაო, არადა, ნათარგმნიაო. თანაც 80% ვართო. 80%-იო. ოცნება! თქვენ კი მოგეცათ ამ ქვეყნის ცოდვა კოჰაბიტაციისათვის! თქვენი ბრალია, ამ ხალხის გამოთაყვანება და ინდოქტრინირება აგრესიული ლიბერალიზმით! თქვენ მიეცით ხმა იოსელიანს, რომელმაც კორძაიას, წითლიძეს და აქუბარდიას გმირები უწოდა!

ახლაც სხედხართ და უყურებთ ამ მოღალატეებს და ქვეყნის არევაში ხელს უწყობთ! გულისამრევია, ამ ავადმყოფების ყურება უკვე! ისე, დაიწყონ, ხელ-ფეხი მაინც გაგვეხსნება და მიიღებენ იმას, რაც დაიმსახურეს. ნაცების მობრუნებას არ დავუშვებთ, სულ რომ ერთ ადგილზე გაიხეს დეგნანი და ევროკავშირი. გააჩერეთ, თორემ გამოვალთ და დავანახებთ, როგორ უნდა მუქარა და კუნთებზე ყურება!“, - წერს სოსო მანჯავიძე.

trampi გამოვალთ......მერე როდისღა?
სულ მაგას ვამბობ

კოხაბიტაცია .....................აი რატომ უნდოდა ამერიკას კოხაბიტაცია
ნაცები მათთვის ნაცადები იყვნენ, აწყოდათ და ყოველ შემთხვევისთვის შეინახეს ისინი
აი ამისთანა შემთხვევებისთვის..
ფუუუუუ...........................მეგობარი........
,,მტერი მოყვრულად მოსული მტერზედაც ბევრჯერ მტერია,,--ო.
ეგრეა
რატო აღარ მიეთრევა ეგ ვადაგასული ............... დახატული ტარტაროზი
1 წლის უკან
merab ამერიკა ქათმების რევოლუციას აანონსებს!
ქათმებო, ნაც - პიდარასტებო, უფრო აქტიურად იმოქმედეთ! უკან დასახევი ჩახერგეთ და პოლიციას როცა გაწევთ გვერდზე, ქართველ ხალხთან დარჩით პირისპირ!
ნახავთ როგორ "უყვარხართ" ხალხს.
1 წლის უკან