გიორგი ვოლსკი ლევან იოსელიანზე: ის მოდის გარკვეული ოპოზიციური პლატფორმიდან. თუკი აქვს რესურსი დაძლიოს და გადალახოს ამ პოზიციისთვის ეს ნაკლოვანება, მხარიც უნდა დავუჭიროთ

გიორგი ვოლსკი ლევან იოსელიანზე: ის მოდის გარკვეული ოპოზიციური პლატფორმიდან. თუკი აქვს რესურსი დაძლიოს და გადალახოს ამ პოზიციისთვის ეს ნაკლოვანება, მხარიც უნდა დავუჭიროთ

მისი ბექგრაუნდი პოლიტიკურია, ის მოდის გარკვეული ოპოზიციური პლატფორმიდან. თუკი აქვს რესურსი დაძლიოს და გადალახოს ამ პოზიციისთვის ეს ნაკლოვანება, მხარიც უნდა დავუჭიროთ რასაკვირველია, თუ უკეთესი კანდიდატურა არ იქნება წარმოდგენილი- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურაზე საუბრისას განაცხადა.

„იდეალური გადაწყვეტილების ძებნაში შეიძლება დიდი დრო გავიდეს და სახალხო დამცველის ინსტიტუტი საკმაოდ სერიოზულად დაზიანდეს. ვფიქრობ, რომ ახალი ვერსიაა საჭირო, ამ ინსტიტუტის ახალი ვერსია, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

პოლიტიკური ჯგუფის - „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე ელისაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატად ჯგუფის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი წარადგინა.