„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას არ აპირებს.
„ახალი პოლიტიკური სუბიექტის ჩამოყალიბებაზე საუბარი ვერც იქნება. პირიქით, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკასთან მიმართებით პარტიაში შეიძლება სხვადასხვა აზრი გვქონდეს, დღეს ამ საკითხის გარშემო არ მეგულება არათუ „ნაცმოძრაობაში“, არამედ სხვა ოპოზიციურ პარტიებში ადამიანი, რომელსაც განსხვავებული პოზიცია შეიძლება ჰქონდეს. ეს არის ეს საკითხი, რომელიც აბსოლუტურად ყველას ყოველთვის გაგვაერთიანებს“, - აცხადებს ბაჩო დოლიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ Facebook-სტატუსით ბრძოლას დააანონსა. ნიკა მელია ამბობს, რომ განახლებული ენერგიით აპირებს მოქმედებას და ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას. შექმნის თუ არა დამარცხერბული ყოფილი ლიდერი ახალ პარტიას ჯერ უცნობია. გამოქვეყნებულ განცხადებაში მელია შიდა პარტიულ კრიზისზე ირიბად, თუმცა მაინც მიანიშნებს.