ალექსანდრე რაქვიაშვილი: ძალიან ცხადია, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ორივე კანონპროექტი პირდაპირ დაანგრევს ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესს

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ძალიან ცხადია, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ორივე კანონპროექტი პირდაპირ დაანგრევს ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესს

„გირჩის“ წევრის, დეპუტატ ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ძალიან ცხადია, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ორივე კანონპროექტი პირდაპირ დაანგრევს ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესს და ნატოში ინტეგრაციის პროცესს.

„წარმოუდგენელია, რა ნეგატიური შედეგი შეიძლება ამას მოჰყვეს. უცნაური სიტუაცია შეიქმნა, სადაც „ქართული ოცნების“ გარდა, ყველა ერთიანია: ყველა ოპოზიციური პარტია, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და დიპლომატები“, - აცხადებს რაქვიაშვილი.

14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.

21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება. კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განხილვა დასრულდა და განსახილველად წამყვან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

amo ამხანაგო ალექსანდრე, იქნებ ვენეციის კომისიის დასკვნას დალოდებოდით და მერე გადაგეჭრათ ვენები.
2 წლის უკან