თვითონ ბატონმა ბურჯანაძემ ეს კითხვა დაუსვას ევროპელებს, რომ მათ აქვთ განზრახვა, ასეთი მითითება მისცენ საქართველოს, ცალ ფეხზე დადგეს ერთი კვირის განმავლობაში?, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ გიორგი ბურჯანაძეზე განაცხადა.
იგი ბურჯანაძის მიერ გუშინ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და ამის გამო საკუთარი გაკვირვება გამოხატა.
„თვითონ ბატონმა ბურჯანაძემ ეს კითხვა დაუსვას ევროპელებს, რომ მათ აქვთ განზრახვა, ასეთი მითითება მისცენ საქართველოს, ცალ ფეხზე დადგეს ერთი კვირის განმავლობაში? ასევე, უნდათ კი ევროპის წევრად ის სახელმწიფო, რომელიც ასეთი დავალებების შემსრულებლად მოიაზრება და უაპელაციოდ, უპრეტენზიოდ ამის განმახორციელებელი უნდა იყოს და ასეთი ვალდებულება უნდა ჰქონდეს?! არ მგონია, რომ ესაა ევროპული ღირებულება და სიმართლე გითხრათ, მიკვირს ამ ქვეყნის მოქალაქისგან გაკეთებული ასეთი განცხადებები“, - განაცხადა სარჯველაძემ.