უილიამ ბარნსი: ვფიქრობ, მხოლოდ უკრაინის ბრძოლის ველზე წარმატება შექმნის მოლაპარაკებების შესაძლებლობას

უილიამ ბარნსი: ვფიქრობ, მხოლოდ უკრაინის ბრძოლის ველზე წარმატება შექმნის მოლაპარაკებების შესაძლებლობას

ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების დაწყების შესაძლებლობას უკრაინის მიერ ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატება შექმნის. უილიამ ბარნსის თქმით, პუტინს ომში განცდილი დანაკარგები არ აღელვებს და მოლაპარაკებით არ არის დაინტერესებული. ამიტომ, უკრაინამ უპირატესობა ბრძოლის ველზე უნდა მოიპოვოს. ბარნსმა შეშფოთება გამოთქვა მოსკოვსა და თეირანს შორის თანამშრომლობის გააქტიურების გამოც.

„პუტინმა იცის, რომ უახლოეს დროში ომს ვერ მოიგებს, მაგრამ წაგების უფლებასაც ვერ აძლევს თავს. ნაცვლად იმისა, რომ უკან დაიხიოს და გამოსავალი ეძებოს, ძალისხმევას აორმაგებს და არაფრად არ აგდებს სტრატეგიულ წარუმატებლობას, რომელსაც უკრაინაში განიცდის. ის სენტიმენტების გარეშე უყურებს ცოცხალი ძალის დანაკარგებს. როგორც ყოფილ დიპლომატს, ძალიან მინდა მოლაპარაკების შესაძლებლობას ვხედავდე, მაგრამ ამისთვის რუსეთი სერიოზულად არ არის განწყობილი. ვფიქრობ, მხოლოდ ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატება შექმნის მოლაპარაკებების შესაძლებლობას. ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი უკრაინელებს, რომ ბრძოლის ველზე უპირატესობა ჰქონდეთ“, - აცხადებს ბარნსი.