შსს-მ ბათუმში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-მ ბათუმში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე წუთში მკვლელობაში ბრალდებული 1970 წელს დაბადებული ირაკლი ს. დააკავეს.

ბრალდებულმა ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მუცლის არეში ერთი სასიკვდილი ჭრილობა მიაყენა 1991 წელს დაბადებულ კოკა კეკელიას, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილთან ახლოს, ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაულის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 108-ე მუხლით).