დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ის დაინტერესებულია ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე განაცხადის გაკეთებით.
„ჩემს თავს [ნატოს გენერალური მდივნის] კანდიდატად ვხედავ. ეს ძალიან კარგი პოზიციაა, მნიშვნელოვანი პოზიციაა. ნატო ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნატოს მოქმედი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი არ აპირებს თავისი უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივებას. ის ამ თანამდებობაზე თითქმის ცხრა წელი მუშაობს და უფლებამოსილება უკვე სამჯერ გაუხანგრძლივეს.