გაეროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე მორიგ საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებს.

ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 8 000-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრებია დაღუპული, დაშავებულთა რიცხვი კი 13 000-ს აღემატება.

მონაცემები ზუსტი არ არის, რადგანაც მარიუპოლსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებზე დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.