ისრაელის მედია: გაერო-ს ინსპექტორებმა დაადგინეს, რომ ირანმა ურანი 84 პროცენტამდე გაამდიდრა, რაც ბირთვული იარაღის შექმნის დონესთან ახლოსაა

ისრაელის მედია: გაერო-ს ინსპექტორებმა დაადგინეს, რომ ირანმა ურანი 84 პროცენტამდე გაამდიდრა, რაც ბირთვული იარაღის შექმნის დონესთან ახლოსაა

ისრაელის მედიის ცნობით, გაეროს ინსპექტორებმა დაადგინეს, რომ ირანმა ურანი 84 პროცენტამდე გაამდიდრა, რაც ბირთვული იარაღის შესაქმნელ დონეს უახლოვდება. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ირანის ურანი 60 პროცენტამდე გამდიდრდა.

ბირთვული იარაღის წარმოებისთვის საჭიროა 90 პროცენტიანი სისუფთავე. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ცდილობენ დაადგინონ, ეს ნაბიჯი თეირანმა განზრახ გადადგა, თუ ეს იყო დაუგეგმავი დაგროვება მილების ქსელში, რომელიც აკავშირებს ასობით სწრაფად მბრუნავ ცენტრიფუგას, რომლებიც იზოტოპების გამოსაყოფად გამოიყენება.