მაკრონი: რუსეთი მაფიოზური სახელმწიფოა

მაკრონი: რუსეთი მაფიოზური სახელმწიფოა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ახლა შესაფერისი დრო არ არის რუსეთთან დიალოგისთვის და დასავლეთის სახელმწიფოებს მოუწოდა, გაძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა.

„ერთი წლის წინ, პუტინს ვესაუბრე და მან დამარწმუნა, რომ რუსეთს არაფერი ჰქონდა საერთო „ვაგნერის“ დაჯგუფებასთან. მე მივიღე ეს. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ „ვაგნერის“ დაჯგუფება ჩართულია რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი უბრალოდ მაფიოზური სახელმწიფოა“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ როდესაც მოლაპარაკებების გზით ომი უკრაინისთვის მისაღები პირობებით დასრულდება, ევროპამ და რუსეთმა უნდა შექმნან არასრულყოფილი ბალანსი კონტინენტზე.