საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქციები იმართება

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქციები იმართება

საფრანგეთში საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ. პარიზსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება.

მთავრობა საპენსიო ასაკის 2 წლით გაზრდას გეგმავს. პროფკავშირების ლიდერები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გახმობისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 7 მარტს მასობრივი გაფიცვის ორგანიზებას აპირებენ.

თავის მხრივ, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ სახელმწიფო საპენსიო სისტემის კოლაფსის თავიდან ასაცილებლად, რეფორმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.