გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადება, კიევისთვის Leopard 2A6-ის იმაზე ნაკლები ტანკის მიწოდებაზე, ვიდრე მანამდე იყო ნავარაუდები, დასავლეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკის ჩავარდანზე მიუთითებს. ასეთ შეფასებას სააგენტო Bloomberg-ი აკეთებს.
„მინისტრის აღიარება მეტყველებს დასავლელი მოკავშირეების განზრახვის ჩავარდნაზე, დაეხმარონ უკრაინის არმიას, რათა უახლოეს კვირებში მოსალოდნელი ბრძოლების გააქტიურებას გაუმკლავდნენ“, - წერს სააგენტო.
მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, როგორც პისტორიუსმა თქვა, პოლონეთს Leopard 2A6-ის 30 ტანკი აქვს, ბევრი მათგანი რემონტს საჭიროებს.