სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები გადასცა

სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები გადასცა

ერევანმა ბაქოს სამშვიდობო შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები გადასცა. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთმა აზერბაიჯანულ მხარეს გადასცა ყოვლისმომცველი დოკუმენტის პროექტი, რომელიც ასევე გადაეგზავნა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს.

„იმედი გვაქვს, რომ განვავითარებთ პროგრესს, რომელსაც მივაღწიეთ მოლაპარაკებების 3 რაუნდის შედეგად. ჩვენი ხედვა ასეთია: დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შეთანხმებების ისეთ ლოგიკას, ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების ისეთ სისტემას, რომელიც გამორიცხავდა მყარი და სტაბილური მშვიდობის დარღვევის ნებისმიერ სცენარს“, - განაცხადა ფაშინიანმა.