ქართველმა შემტევმა, ბუდუ ზივზივაძემ გერმანულ „კარლსრუეში“ პირველი მატჩი „მუჩელბახის“ წინააღმდეგ, ამხანაგურ მატჩში ჩაატარა.
ზივზივაძემ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, პირველი ტაიმის ბოლოს კარგი გარღვევა შემოგვთავაზა, თუმცა შეტევა გოლით ვეღარ დაასრულა. იგი შესვენებაზე შეცვალეს.
საბოლოოდ, შეხვედრა მისმა „კარლსრუემ“ 3:0 მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა შემტევმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელ გუნდთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. „კარლსრუე“ 20 ტურის შემდეგ 22 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს გუნდი 19 თებერვალს, „ზანდჰაუზენის“ წინააღმდეგ ჩაატარებს და ივარაუდება, რომ ზივზივაძის ოფიციალური დებიუტი სწორედ ამ მატჩში შედგება.