სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში ჩავიდა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში ჩავიდა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

სომხური დელეგაციის ვიზიტის მიზანია, ხაზი გაუსვას ერევნის მხარდაჭერას თურქეთისადმი, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის ფონზე.

ვიზიტის ფარგლებში არარატ მირზოიანი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

მოგვიანებით სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ქალაქ ადიამანში გაემგზავრება, სადაც 30-მდე სომეხი მაშველი მიწისძვრის სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობს.