ნორვეგიის დაზვერვის ინფორმაციით, 30 წლის განმავლობაში პირველად რუსეთმა ბალტიის ზღვაში ტაქტიკური ბირთვული იარაღით აღჭურვილი გემების განლაგება დაიწყო

ნორვეგიის დაზვერვის ინფორმაციით, 30 წლის განმავლობაში პირველად რუსეთმა ბალტიის ზღვაში ტაქტიკური ბირთვული იარაღით აღჭურვილი გემების განლაგება დაიწყო

30 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთმა ბალტიის ზღვაში ტაქტიკური ბირთვული იარაღით აღჭურვილი გემების განლაგება დაიწყო. ინფორმაციას ნორვეგიის დაზვერვის სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, გამოცემა Politico ავრცელებს.

ატომური პოტენციალის ძირითადი ნაწილი განლაგებულია რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ფლოტის წყალქვეშა ნავებზე და წყალზედა გემებზე" - აღნიშნავს ნორვეგიის დაზვერვა, რომლის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ ფლოტის ხომალდები, ცივი ომის დროს, რეგულარულად გადიოდნენ ზღვაში ბირთვული იარაღით, მაგრამ თანამედროვე რუსეთის ფედერაციამ ეს პირველად გააკეთა.

ნორვეგიის დაზვერვა ასევე აღნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, ადგილობრივი ომის ესკალაცია უფრო ფართო კონფლიქტში გადაიზარდოს, შეერთებული შტატების, ნატოსა და ნორვეგიის მონაწილეობით.