აშშ-ში 2 ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კაცი 42 წლის შემდეგ დააკავეს

აშშ-ში 2 ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კაცი 42 წლის შემდეგ დააკავეს

აშშ-ში დააკევს კაცი, რომელიც კალიფორნიის შტატში, 1981 წელს 2 ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ KTLA წერს.

68 წლის ტონი გარსიას ბრალი 9 თებერვალს წარუდგინეს. გამოძიების ვერსიით, 1981 წლის 18 იანვარს კაცმა 20 წლის მარტოხელა დედა მოკლა. რეიჩელ ზენდეჰასი სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მას თავს დაესხნენ.

მეორე მსხვერპლი 21 წლის ლიზა გინდეკი გახდა. გოგოს ცხედარი მეხანძრეებმა აღმოაჩინეს, რომელიც მის სახლში გამოძახების გამო მივიდნენ. მოკლული ხანძარმოკიდებული სახლის სააბაზანოში იყო.

როგორც ექსპერტიზამ დაადასტურა, ორივე ქალი დაახრჩვეს. კაცის დაკავება და მისი დანაშაულთან დაკავშირება თანამედრო დნმ-ტესტის დახმარებით მოხდა.