გურამ მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის, გიორგი ჩალაძის იმ განცხადებაზე, სადაც ჩალაძე აღნიშნავს: „გაუშვით მიშა, გაძლევთ პირობას, ბიძინას გაყინულ ფულს მე ჩავუდგები სათავეში, რომ გავათავისუფლებინო“.
მაჭარაშვილის განცხადებით, ეს სასაცილოდაც აღარ ჰყოფნის არავის.
„ეს არის აღიარება იმის, რასაც „ხალხის ძალა“ ვამბობთ ხოლმე, რომ სამწუხაროდ, არსებობენ „ნაცმოძრაობის“, მათ შორის ჩალაძეების და ამ ხალხის პატრონები უცხოეთში. მან აღიარა, რომ დიახ, ბიძინა ივანიშვილის ფულები დაბლოკილია უცხოეთში მათი მეპატრონეების მხრიდან და როგორც ჩანს, ის თავდებში ჩაუდგა ამ საქმეს და თქვა, ამ ფულს გამოვიხსნი, ოღონდ სააკაშვილი გაათავისუფლეთო. ეს სასაცილოდაც აღარ ჰყოფნის არავის.
„ნაცმოძრაობის“ რეალური სურათი ასეთია, რომ თავისი ამომრჩეველიც კი ვეღარ ეძებს. ვერც პარლმენტში პოულობენ და ვერც ქუჩაში. ერთადერთი შეიძლება, დაშლილებში მივიდნენ და ხაბეიშვილის და მელიას ნაწილი იქ ნახონ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.