ირაკლი კობახიძე: თბილისის მერობის კანდიდატებზე რა გვარებიც ისმის, კახი კალაძე მინიმუმ 60 პროცენტს აიღებს თითოეულ მათგანთან მიმართებით, არავითარი შანსები არ აქვს ოპოზიციას

ირაკლი კობახიძე: თბილისის მერობის კანდიდატებზე რა გვარებიც ისმის, კახი კალაძე მინიმუმ 60 პროცენტს აიღებს თითოეულ მათგანთან მიმართებით, არავითარი შანსები არ აქვს ოპოზიციას

თბილისის შემთხვევაში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება და ვფიქრობ, ყველაფრის გათვალისწინებით, ეს არის აბსოლუტურად რეალური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არავითარი შანსები არ აქვს ოპოზიციას.

თბილისის მერობის კანდიდატებზე რა გვარებიც ისმის, იმის გათვალისწინებით, კახი კალაძე მინიმუმ 60 პროცენტს აიღებს თითოეულ მათგანთან მიმართებით. ძალიან მარტივად არის აქ საქმე, არავითარი შანსები არ აქვს ოპოზიციას. თბილისის შემთხვევაში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება და ვფიქრობ, ყველაფრის გათვალისწინებით, ეს არის აბსოლუტურად რეალური", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.