ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება კონკურენტულ გარემოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არის რამდენიმე შედარებით მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომელიც მონაწილეობას იღებს არჩევნებში და არიან შედარებით მცირე პარტიები.
„ჩვენ მთლიანად ვართ კონცენტრირებული საკუთარ საარჩევნო ამოცანებზე. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი და ამოცანა, ეს არის 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. ხედავთ უკვე, როგორი სპექტრია, როგორია მათი პოზიციები. ჩვენ ვართ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს", - განაცხადა პრემიერმა.