ჯეფრი საქსი: ნუ მოხვდებით თამაშში, ნუ იქნებით აშშ-ს ფულის საკუთრებაში. ნუ იქნებით აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციების საკუთრებაში, რომლებიც არც იმდენად არასამთავრობო ორგანიზაციები არიან

ჯეფრი საქსი: ნუ მოხვდებით თამაშში, ნუ იქნებით აშშ-ს ფულის საკუთრებაში. ნუ იქნებით აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციების საკუთრებაში, რომლებიც არც იმდენად არასამთავრობო ორგანიზაციები არიან

ნუ მოხვდებით თამაშში, ნუ იქნებით აშშ- ფულის საკუთრებაში. ნუ იქნებით აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციების საკუთრებაში, რომლებიც არც იმდენად არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. ისინი არიან სახელმწიფო ორგანიზაციები - სამთავრობო ორგანიზაციები, - განაცხადა ამერიკელმა პროფესორმა, ჯეფრი საქსმა.

მისი თქმით, ორგანიზაციები, რომლებიც პოზიციონირებენ როგორც არასამთავრობოები, სწორედ სამთავრობო ორგანიზაციები არიან და ამიტომაც მოჰყვა მათგან წინააღმდეგობა საქართველოს მოთხოვნას, არასამთავრობოებს რეგისტრაცია გაევლოთ ან ეთქვათ, ვინ აფინანსებს მათ.

ვიცი ეს, 40 წელია ამას ვაკვირდები, ისინი სახელმწიფო ორგანიზაციები არიან. სწორედ ამიტომ, როდესაც საქართველომ სცადა ეთქვა: თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ, ან სულ მცირე, გვითხარით, ვინ გაფინანსებთ“, ვინ განაწყენდა? - დამფინანსებლები: თქვენ გამოავლენთ ჩვენს ვინაობას, თქვენ დაამტკიცებთ, რომ ესენი არიან სახელმწიფო ორგანიზაციები“. ეს არის ვაშინგტონიდან მომავალი ფული. ეს არის თამაში. აღარ გაებათ თამაშში, გთხოვთ. მე მიყვარს სამხრეთ კავკასია, რა ლამაზი რეგიონია, რა დიდი ისტორიით, რა დიდი კულტურით, რა საოცარი ადგილებია, სხვათა შორის, ფენომენალური ტურიზმით, საკვებით - აქ ყველაფერია. მაგრამ ნუ გაებმებით თამაშში, რომელიც უკრაინად გაქცევთ. ეს მარტივია და ღვთის გულისათვის, ნუ დაემსგავსებით აზერბაიჯანს. ახლო აღმოსავლეთის ომებს თავი აარიდეთ.“ - განაცხადა ჯეფრი საქსმა.