ილონ მასკი უკრაინაში დრონების სამართავად Starlink-ის გამოყენების შეზღუდვაზე: ჩვენ არ დავუშვებთ კონფლიქტის ესკალაციას, რომელმაც მესამე მსოფლიო ომამდე შეიძლება მიგვიყვანოს

ილონ მასკი უკრაინაში დრონების სამართავად Starlink-ის გამოყენების შეზღუდვაზე: ჩვენ არ დავუშვებთ კონფლიქტის ესკალაციას, რომელმაც მესამე მსოფლიო ომამდე შეიძლება მიგვიყვანოს

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ SpaceX-ის მიერ უკრაინელი სამხედროებისთვის დრონების სამართავად Starlink-ის გამოყენების შეზღუდვა მიზნად ისახავდა კონფლიქტის მსოფლიო ომში გადასვლის თავიდან აცილებას.

„Starlink-ი უკრაინის საკომუნიკაციო დასაყრდენია, განსაკუთრებით ფრონტის ხაზზე, სადაც თითქმის ყველა სხვა ინტერნეტ კავშირი განადგურებულია. თუმცა, ჩვენ არ დავუშვებთ კონფლიქტის ესკალაციას, რომელმაც მესამე მსოფლიო ომამდე შეიძლება მიგვიყვანოს“, - აღნიშნა ილონ მასკმა.

9 თებერვალს, კომპანია SpaceX-მა უკრაინელ სამხედროებს დრონების სამართავად Starlink-ის გამოყენება შეუზღუდა.

კომპანიის პრეზიდენტმა, გვინ შოტველმა განაცხადა, რომ Starlink-ის ტერმინალების იარაღად გამოყენება არასდროს ყოფილა განზრახული.

„უკრაინელებმა გამოიყენეს ისე, რომ ეს არ იყო რაიმე შეთანხმების ნაწილი. არის ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რომ შევზღუდოთ მათ მიერ ამის გაკეთების უნარი“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, უკრაინასთან შეთანხმება ითვალისწინებდა Starlink-ის გამოყენებას ჰუმანიტარული მიზნებისთვის, როგორიცაა ინტერნეტის მიწოდება საავადმყოფოებისთვის, ბანკებისა და რუსული აგრესიით დაზარალებული ოჯახებისთვის.