ახალ ზელანდიაში ციკლონის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ახალ ზელანდიაში ციკლონის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ახალ ზელანდიაში ციკლონ „გაბრიელეს“ გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქიამ წყალდიდობა გამოიწვია. სულ მცირე 38 000 სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ BBC წერს.

ახალი ზელანდიის უდიდეს ქალაქში, ოკლენდში, ხელისუფლებამ 30 მეტრის სიმაღლის კოშკის გარშემო, რომელიც ჩამონგრევის საფრთხის ქვეშაა, 50 სახლიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

ქალაქში ასევე შეიქმნა ათობით საევაკუაციო ცენტრი. სინოპრიკოსების პროგნოზით ავრდარი ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. რის გამოც ადგილობროვმა ავიაკომპანია „ეარ ნიუ ზილენდმა“ 500 ზე მეტი ავიარეისი გააუქმა.