მიჩიგანის უნივერსიტეტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

მიჩიგანის უნივერსიტეტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპა, 5 კი დაშავდა. ამის შესახებ პოლიციაზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია იუწყება.

სამართალდამცველების ცნობით, ეჭვიტანილი კამპუსთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს. მან სავარაუდოდ თავი მოიკლა.

პოლიციამ სროლის შესახებ შეტყობინება საღამოს, 20:18 საათზე მიიღო. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ შეიარაღებული თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.