რუსეთის ბაზრიდან ჯერჯერობით დასავლური კომპანიების ცხრა პროცენტია გასული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოსკოვში დარჩენილი კომპანიების რაოდენობით გერმანია ლიდერობს, მეორე ადგილზე შეერთებული შტატებია, მესამეზე კი - იაპონია.
როგორც პოდოლიაკი ამბობს, რუსეთში საქმიანობას განაგრძობს ავსტრიული ბანკი „რაი ფაიზენიც“, რომლის შემოსავალიც 313 პროცენტით არის გაზრდილი.