იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე საკუთარი მანდატის გახანგრძლივებას არ აპირებს

იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე საკუთარი მანდატის გახანგრძლივებას არ აპირებს

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საკუთარი მანდატის გახანგრძლივებას არ აპირებს და თანამდებობას, როგორც დაგეგმილი იყო, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დატოვებს. Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელმა, ოანა ლუნგესკუმ განაცხადა.

„იენს სტოლტენბერგის მანდატი სამჯერ გახანგრძლივდა, მან გენერალური მდივნის თანამდებობაზე თითქმის 9 წელი გაატარა. მისი უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში იწურება და იენს სტოლტენბერგი ამ მანდატის გახანგრძლივებას არ აპირებს“, - განუცხადა ლუნგესკუმ სააგენტო dpa-ს.

ბოლოს 63 წლის სტოლტენბერგის უფლებამოსილების ვადა 2022 წლის მარტში გახანგრძლივდა.