ბოლო 35 წლის განმავლობაში პირველად, თურქეთმა სომხეთთან საზღვარი გახსნა. მიზეზი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გახდა.
სომხეთში თურქეთის დესპანმა „ტვიტერის“ გვერდზე სატვირთო ავტომობილების ფოტოები და ვიდეო ატვირთა, წარწერით: „ყოველთვის მემახსოვრება სომეხი ხალხის მიერ გამოგზავნილი გულუხვი შემწეობა მიწისძვრის მიერ დაზარალებულ თურქეთში. ეს ჩვენი ხალხის ტკივილის შემსუბუქებისთვის გაკეთდა“.