ტენ ჰაგი:

ტენ ჰაგი: "სუპერლიგა ფეხბურთისთვის შეიძლება კარგი იყოს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა სუპერლიგის შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა. როგორც ჩანს, ნიდერლანდელი სპეციალისტი ფეხბურთში ახალი შეჯიბრის წინააღმდეგი არაა.

„ვფიქრობ, ფეხბურთში არსებული სტრუქტურა კარგია, მაგრამ ყოველთვის იქნება ინიციატივები მის გასაუმჯობესებლად, ცხოვრება ასეთია. ადამიანებს ყოველთვის სურთ შექმნან რაღაც უკეთესი და ეს კარგია. თუ სუპერლიგა ფეხბურთისთვის კარგია, მაშინ მისასალმებელია“, - თქვა ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ სუპერლიგის ახალი პროექტი წარმოადგინეს, რომელშიც 60-80 კლუბი უნდა ჩაერთოს. ჯერჯერობით, ზუსტი დეტალები და ფორმაკი კი დადგენილი არაა.