ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ კარლო ანჩელოტისთან შეთანხმების მიღწევა უარყო. სამხრეთამერიკელებმა ბოლო საათებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გამოაქვეყნეს.
„უარვყოფთ ანჩელოტისთან მიღწეულ შეთანხმებას. გადაწყვეტილებას მივიღებთ და შემდეგ გამოვაცხადებთ ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ, როდესაც შესაბამისი დრო იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოგეხსენებათ, მანამდე ESPN იტყობინებოდა, რომ კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში მუშაობას დათანხმდა. თუმცა, ეს ინფორმაცია ჯერ იტალიელმა მწვრთნელმა და მერე ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ უარყო.