ჯო ბაიდენი 20 თებერვალს პოლონეთს ვიზიტით ეწვევა

ჯო ბაიდენი 20 თებერვალს პოლონეთს ვიზიტით ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 20 თებერვალს პოლონეთს ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.

თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 20-22 თებერვლის პერიოდში შედგება, აშშ-ის პრეზიდენტი პოლონელ კოლეგასა და რეგიონის სხვა ლიდერებს შეხვდება.

ვიზიტის მიზანია კიდევ ერთხელ დადასტურდეს აშშ-ის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ მაშინ, როდესაც ომი ახალ ფაზაში შედის.