ამერიკელმა სამხედროებმა ალასკას შტატის თავზე მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს

ამერიკელმა სამხედროებმა ალასკას შტატის თავზე მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ალასკას შტატის თავზე მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს.

ჯონ კირბის თქმით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აკვირდებოდა ალასკას თავზე მფრინავ ობიექტს, რომელიც წარმოადგენდა გონივრულ საფრთხეს სამოქალაქო ფრენების უსაფრთხოებისათვის.

„ჩვენ მას ობიექტს ვუწოდებთ, რადგან ეს საუკეთესო აღწერაა, რაც ახლა გვაქვს. ჩვენ არ გვესმის მისი სრული დანიშნულება. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს ამ ობიექტის გაცხადებულ მიზანს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

5 თებერვალს, ამერიკელმა სამხედროებმა ატლანტის ოკეანის თავზე ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტი ჩამოაგდეს.