Reuters: კომპანია Meta-მ ტრამპს Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა

Reuters: კომპანია Meta-მ ტრამპს Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა

კომპანია Meta-მ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპის ანგარიშები 2021 წელს დაიბლოკა, მას შემდეგ რაც ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა კაპიტოლიუმზე შტურმი განახორციელეს.

მაშინ კომპანიაში მიიჩნიეს, რომ პოლიტიკოსის პოსტებმა შესაძლოა სოციალური ქსელის მომხმარებლებს არეულობასა და ძალადობისკენ მოუწოდოს.

26 იანვარს, კომპანია Meta-ს გლობალურ საქმეთა პრეზიდენტმა, ნიკ კლეგმა განაცხადა, რომ „საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოისმინოს ის, რასაც პოლიტიკოსები ამბობენ“.

მისივე თქმით, ტრამპის ანგარიშების დაბლოკვა საგანგებო ვითარებაში მიღებული უჩვეულო გადაწყვეტილება იყო.