„სანტოსს“ კავანის შეძენა კვლავაც სურს

„სანტოსს“ კავანის შეძენა კვლავაც სურს

„ვალენსიის“ ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ, შესაძლოა კარიერა ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელოს. მისით „სანტოსი“ დაინტერესდა.

„ჩვენ კვლავ ვცდილობთ კავანის დაყოლიებას ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა. ედინსონს ვკითხეთ, სურს თუ არა ჩვენთან თამაში. მოვიწვიეთ, რათა გვეჩვენებინა, რა და როგორ გვაქვს. დაგვპირდა მოვიფიქრებო.“ - ციტირებს „სანტოსის“ პრეზიდენტის, ხოსე კარლუშ დე ოლივეირას სიტყვებს Derbyderbyderby.it

კავანი „ვალენსიის“ ფეხბურთელი 2022 წლის აგვისტოს ბოლოს გახდა. 35 წლის ურუგვაელმა მიმდინარე სეზონში ესპანურ პრიმერაში 13 მატჩი ჩაატარა, 5 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ვალენსია“ პრიმერას სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-17 ადგილზეა.