საქართველოში ვიზიტით მყოფ მონაკოს პრინც ალბერ მეორეს გიდობას სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე უწევდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი პრინცისა და კალმახელიძის ბიძის, გოჩა არევაძის მეგობრობაა.
არევაძე მონაკოში მსხვილ კაპიტალს ფლობს.
სასჯელაღსრულების მინისტრმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.