საფეხბურთო კლუბმა „ალ-ნასრმა“ ახალწვეული თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს დაბადების დღე აღნიშნა. ვარჯიშზე თანაგუნდელებმა პორტუგალიელ დიდვარსკვლავს 38-ე დაბადების დღე მიულოცეს და მისი გამოსახულებიანი ტორტი გადასცეს.
„რონალდუ პირველ დაბადების დღეს აღნიშნავს ახალ სახლში! ვულოცავთ ჩვენს კაპიტანს! ვუსურვებთ წარმატებებით აღსავსე კიდევ ერთ წელიწადს!“ - წერს კლუბი ტვიტერზე.
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ „ალ-ნასრთან“ კონტრაქტი 2022 წლის ბოლოს გააფორმა. ხელშკრულება ორწელიწადნახევრიანია
მიმდინარე სეზონში რონალდუმ საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე სამი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.