„ჰატაისპორის“ ფეხბურთელი კრისტიან ატსუ, რომელიც საბა ლობჟანიძის თანაგუნდელია, ნანგრევებში ცოცხალი იპოვეს. განელ ფეხბურთელს თითქმის ერთი დღე ნანგრევებში ეძებდნენ და იქიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ინფორმაცია თურქული კლუბის პრესსამსახურის უფროსმა მუსტაფა ოზატმა დაადასტურა.
„ატსუ მოიყვანეს და დაშავებულია. სამწუხაროდ, ჩვენი სპორტული დირექტორ თანერ სავუტი კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება“, - თქვა მან.
კრისტიან ატსუს „ვიტესში“, „პორტუში“, „ნიუკასლსა“ და „ჩელსიში“ უთამაშია. მან „ჰატაისპორში“ ორი დღის პირველად ითამაშა და სადებიუტო გოლიც გაიტანა, თანაც 97-ე წუთზე გამარჯვების მომტანი...
შეგახსენებთ, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მომხდარი მიწისძვრის შედეგად უამრავი ადამიანი დაიღპუა და დაშავდა, განსაკუთრებული ზიანი კი ქალაქ ჰატაის მიადგა, რომლის საფეხბურთო კლუბ „ჰატაისპორში“ საბა ლობჟანიძე თამაშობს. როგორც ცნობილია, ქართველი ფეხბურთელი, ისევე, როგორც „ანკარაგიუჯუს“ ნახევარმცველი გიორგი ბერიძე თავს კარგად გრძნობენ.