კაირი ირვინგი კარიერას „დალას მავერიქსში“ გააგრძელებს

კაირი ირვინგი კარიერას „დალას მავერიქსში“ გააგრძელებს

გამთამაშებელი კაირი ირვინგი კარიერას „დალას მავერიქსში“ გააგრძელებს. „ბრუკლინ ნეთსმა“ მის სანაცვლოდ სპენსერ დინვიდი, დორიან ფინი-სმიტი და დრაფტის პიკები მიიღო.

ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კაირი ირვინგმა „ბრუკლინ ნეთსიდან“ გაცვლა მოითხოვა. რამდენიმე ვარიანტმა მაშინვე გაიჟღერა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დღეს ღამით დადასტურდა.

ირვინგმა ბოლო მატჩი გამოტოვა. გუნდი იუწყებოდა, რომ მას ტრავმა ჰქონდა, თუმცა როგორც გაირკვა, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მართალი აღმოჩნდა და მას მართლაც სურდა გაცვლა.

მიმდინარე სეზონში ირვინგი საშუალოდ 27.1 ქულას, 5.3 ასისტს და 5.1 მოხსნას აგროვებს. ამჯერად მას ლუკა დონჩიჩის მხარდამხარ მოუწევს თამაში, რომელსაც ბრწყინვალე სეზონი აქვს.

„დალას მავერიქსი“ ირვინგისთვის რიგით მე-4 კლუბი იქნება, „კლივლენდ კავალიერსის“, „ბოსტონ სელტიქსისა“ და თავისთავად, „ბრუკლინ ნეთსის“ შემდეგ.