"ნაპოლის" განახლებული განაცხადი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფისთვის

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წინ „ნაპოლიმ“ უეფაში ხელახალი განაცხადი გაგზავნა, რომელშიც ცვლილებებია.

ლუჩანო სპალეტის გუნდის ჩემპიონთა ლიგის განაცხადში აღარ არიან სალვატორე სირუგუ (მან გუნდი დატოვა), დიეგო დემე და ალესიო ძერბინი. სამაგიეროდ, განაცხადში ორი ახალი სახეა - პიერლუიჯი გოლინი და ბარტოშ ბერეშჩინსკი.

სხვა მხრივ, ნეაპოლელთა სრული განაცხადი ასეთია:

მეკარეები: ალექს მერეტი, პიერლუიჯი გოლინი, ჰუბერტ იდასიაკი

მცველები: კიმ მინ-ჯე, ჟუან ჟესუსი, მარიო რუი, ამირ რაჰმანი, მატიას ოლივერა, ჯოვანი დი ლორენცო, მარტინ ოსტიგორი, ბარტოშ ბერეშჩინსკი

ნახევარმცველები: ელიფ ელმასი, პიოტრ ჟელინსკი, სტანისლავ ლობოტკა, ჯანლუკა გაეტანო, ტანგი ნდომბელე, ფრანკ-ზამბო ანგისა

თავდამსხმელები: ვიქტორ ოსიმენი, ირვინგ ლოსანო, ჯოვანი სიმეონე, მატეო პოლიტანო, ხვიჩა კვარაცხელია, ჯაკომო რასპადორი

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი გერმანიაში 21 თებერვალს, ხოლო საპასუხო იტალიაში 15 მარტს გაიმართება.