ევროლიგის 23-ე ტურში „ვირტუს ბოლონია“ საფრანგეთში „ლიონ-ვილერბანს“ დაუპირისპირდა და 77:64 დაამარცხა, რის შედეგადაც ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.
„ვირტუსმა“ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვა და საბოლოოდ ამის ხარჯზეც მოიგო.
თორნიკე შენგელია ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ქართველმა კალათბურთელმა 24:11 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. შენგელიამ 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა.
„ვირტუს ბოლონია“ 11 მოგებით და 12 წაგებით მე-12 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 9 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „ბარსელონასთან“ გამართავს.