რუი კოშტა:

რუი კოშტა: "ენცო ფერნანდესს "ბენფიკაში" თამაში არ უნდოდა და აღარც მე მინდა მისი აქ დანახვა"

ლისაბონის „ბენფიკას“ პრეზიდენტმა მანუელ რუი კოშტამ ენცო ფერნანდესზე ისაუბრა და არგენტინელი ფეხბურთელი გააკრიტიკა. როგორც პორტუგალიელმა თქვა, ფერნანდესი „ბენფიკაში“ ვერასდროს დაბრუნდება, რადგან მან აჩვენა, რომ „ბენფიკაში“ თამაში არ სურდა.

„ყველაფერი გაკეთდა, რომ ეს ტრანსფერი არ შემდგარიყო. ვწუხვარ, რომ ფეხბურთელი დავკარგე, მაგრამ სინდისი სუფთა მაქვს, რადგან „ბენფიკასთვის“ ყველაფერი გავაკეთე. ენცოს დარჩენის სურვილი არ გამოუჩენია, ვცადეთ მისთვის ხელფასის გაზრდა, მაგრამ „ჩელსის“ შეთავაზებას კონკურენციას ვერ გავუწევდით. იმ მომენტიდან, როცა მან გაიგო, რომ ისინი გამოსასყიდი თანხის გადახდაზე თანახმა იყვნენ, ენცო დაუმორჩილებელი გახდა. მას არ გამოუჩენია „ბენფიკაში“ თამაშის გაგრძელების სურვილი. „ჩელსის“ შევთავაზე, რომ ზაფხულამდე ჩვენთან დარჩენილიყო და ზაფხულში წაეყვანათ, უფრო დაბალ ფასად, თუმცა, თვითონ ფეხბურთელს არ სურდა „ბენფიკაში“ თამაში.

ამიტომ ყველაფერი შეიცალა. ფეხბურთელს, რომელსაც ერთი ევროს დაკარგვაც არ უნდა და „ჩელსისთან“ გაფორმებული კონტრაქტის შემთხვევაშიც არ სურს დარჩენა, „ბენფიკაში“ ვერ ითამაშებს. ენცო გასახდელში შესვლასაც ვეღარ შეძლებდა. როცა მივხვდი, რომ მას დარჩენა არ უნდოდა, არც მინდოდა, რომ „ბენფიკას“ მაისური ჩაეცვა. ის აქ ვერასდროს დაბრუნდება, „ბენფიკაში“ და ეს ეხება ახალგაზრდულ გუნდსაც, არიან მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც „ბენფიკას“ მაისურის ტარებით ამაყობენ“, - თქვა რუი კოშტამ.

შეგახსენებთ, რომ ენცო ფერნანდესი „ჩელსიში“ 120 მილიონ ევროდ გადავიდა და პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა.